მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ისტორიაში პირველად, ეგვიპტის ნაკრები მერვედფინალშია #1TVSPORT

00:58, 04.07.2026

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მე-14 მერვედფინალისტი გამოვლინდა – ეგვიპტის ნაკრებმა პენალტების სერიაში ავსტრალია 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მუნდიალის 16 საუკეთესო გუნდს შორის.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. მე-13 წუთზე ეგვიპტე აშურიმ დააწინაურა, ხოლო 55-ე წუთზე მოჰამედ ჰანის ავტოგოლის შემდეგ წონასწრობა აღდგა. აღსანიშნავია, რომ ჰანისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეს მეორე ავტოგოლი იყო.

რაც შეეხება პენალტების სერიას, ეგვიპტელთა მხრიდან ოთხივე პენალტი ზუსტი იყო – თავი საბერმა, რაბიამ, სალაჰმა და აბდელმაგიდმა გამოიჩინეს. ავსტრალიელთა რიგებში კი მიზანმა სუტარსა და ჰერინგტონს უმტყუნა.

ეგვიპტის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინასა და კაბო ვერდეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი