მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ირანმა ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი შემადგენლობა ათამაშა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ირანმა ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი შემადგენლობა ათამაშა #1TVSPORT

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია დაფიქსირდა. ცნობილი გახდა, რომ ირანის ნაკრებმა ბელგიასთან ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა – ინფორმაციას Opta Sports-ი ავრცელებს.

G ჯგუფის მეორე ტურის დაპირისპირებაში, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართა და 0:0 დასრულდა, ირანის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 32 წელი და 181 დღე იყო, გუნდში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე 27 წლის თავდამსხმელი მოჰამედ მოჰები გახლდათ.

G ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ირანსა და ბელგიას 2-2 ქულა აქვთ. მესამე ტურში ბელგია ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, ხოლო ირანი – ეგვიპტეს. მატჩები 27 ივნისს, 07:00 საათზე გაიმართება.