მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | იაპონიის ნაკრების ფეხბურთელი - ჩვენი მიზანი ტიტულის მოგებაა, წინსვლა ეტაპობრივად უნდა გავაგრძელოთ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | იაპონიის ნაკრების ფეხბურთელი - ჩვენი მიზანი ტიტულის მოგებაა, წინსვლა ეტაპობრივად უნდა გავაგრძელოთ #1TVSPORT

იაპონიის ნაკრების ნახევარმცველმა ძიუნოსუკე სუძუკი მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტისა და ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდში ტუნისთან გამარჯვების (4:0) შემდეგ, განაცხადა, რომ ამომავალი მზის ქვეყნის ფეხბურთელები ტიტულის მოპოვებაზე ფიქრობენ.

„ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო თამაში ჩავატარე და მოვიგეთ. ჩვენი მიზანი ტიტულის მოპოვებაა, წინსვლა ეტაპობრივად უნდა გავაგრძელოთ. უახლოესი მიზანი შვედეთთან გამარჯვებაა, შემდეგ მომავალ მატჩებზე ვიფიქრებთ“, – თქვა სუზუკიმ.

ორი მატჩის შემდეგ იაპონიას ოთხი ქულა აქვს და F ჯგუფში მეორე ადგილზეა. იაპონელები შემდეგ მატჩს 26 ივნისს არლინგტონში შვედეთთან გამართავენ.