მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | განის ნაკრებმა პანამა ბოლო წუთზე დაამარცხა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე L ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს განისა და პანამის ნაკრებები შეხვდნენ, რომელშიც განის ნაკრებმა მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.
პირველი სახიფათო მომენტი პანამის ნაკრებმა მატჩის დასაწყისშივე შექმნა, მაგრამ სესილიო ვატერმანის დარტყმა განელთა მეკარემ მოიგერია. გუნდები ცდილობდნენ გოლის გატანას, უფრო აქტიურად პანამელები გამოიყურებოდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა.
გამარჯვების გოლი განამ 90+5-ე წუთზე გაიტანა – აფრიკელების სწრაფი კონტრშეტევა კალებ იერენკიმ დააგვირგვინა – 1:0.
ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ L ჯგუფს სათავეში 3-3 ქულით ინგლისისა და განის ნაკრებები ჩაუდგნენ. მეორე ტურში, 23 ივნისს, ინგლისი განას შეხვდება (23:59), ხოლო 24 ივნისს ხორვატია პანამას დაუპირისპირდება (03:00).