მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი – შეგვიძლია უკეთესადაც ვითამაშოთ, ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს #1TVSORT

12:09, 03.07.2026

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა ავსტრიასთან მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში გამარჯვებაზე და იმედი გამოთქვა, რომ მის გუნდს კიდევ უფრო კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია.

„ვფიქრობ, დღეს შესანიშნავი თამაში ვიხილეთ. ბედნიერი ვარ, რადგან ყველა ასპექტში თითქმის იდეალურად ვითამაშეთ, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესები უნდა გავხდეთ. ამიერიდან ყველა მატჩი ძალიან რთული იქნება, მერვედფინალში უფრო ძლიერი მეტოქე გვეყოლება, თუმცა ჩვენც შეგვიძლია, უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ, რადგან გუნდს ამის პოტენციალი აქვს.

ესპანეთის ნაკრების მოთამაშეებს ყოველთვის მეტის გაკეთება სურთ, ოიარსაბალმა თავისი საფეხბურთო პოტენციალი აჩვენა, დანარჩენებმაც იგივე შეძლეს და შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს“, – თქვა ლუის დე ლა ფუენტემ.

მსგავსი