მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | დიდიე დეშამი - თავიდან ვნერვიულობდით, შედეგზე გავლენა ცვლილებებმაც მოახდინა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | დიდიე დეშამი - თავიდან ვნერვიულობდით, შედეგზე გავლენა ცვლილებებმაც მოახდინა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩში სენეგალთან 3:1 მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს მოგება დიდი შვებაა, მაგრამ ჯგუფში გადამწყვეტი ვერ იქნება. თავიდან ცოტა ვნერვიულობდით, სენეგალი ძალიან კარგად თამაშობდა. მეორე ტაიმში გადაადგილებები მოვახდინეთ და უფრო თავისუფლად ავთამაშდით. შედეგზე ცვლილებებმაც დიდი გავლენა მოახდინა.

ძირითად შემადგენლობაში თამაში არა მარტო ბრედლი ბარკოლას, ჩვენი გუნდის კიდევ ბევრ ფეხბურთელს შეუძლია, მაგალითად, რაიან შერკის.

მადლობა ფრანგ ქომაგებს, რომლებიც გუნდის საგულშემატკივროდ ყველგან ჩამოდიან, რაც ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ესა ფეხბურთის მაგია, როდესაც შეგიძლია ამ ემოციების გაზიარება“.