მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ბრაზილიის ნაკრებმა ჰაიტი დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ბრაზილიის ნაკრებმა ჰაიტი დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში პირველი გოლი მატეუშ კუნიამ 23-ე წუთზე გაიტანა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა 36-ე წუთზე დუბლი შეასრულა, მან ვინისიუსის გადაცემა გამოიყენა. ბრაზილიელთა შვიდიანმა კი თავისი გოლი 45+3-ე წუთზე გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო ბრაზილიის ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფინიამ. ჯერ უცნობია, რამდენად მძიმეა მისი დაზიანება.
ორი ტურის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჰაიტის ნაკრები ჯგუფიდან ვეღარ გავა. ჯგუფში პირველ ადგილზე 4 ქულით ბრაზილიაა, ასევე 4 ქულით მეორე ადგილს მაროკო იკავებს, ხოლო შოტლანდიას 3 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.
მსოფლიო ჩემპიონატი 2026, C ჯგუფი | მესამე ტური:
25 ივნისი, 02:00 საათი | მაროკო – ჰაიტი (ატლანტა)
25 ივნისი 02:00 საათი | შოტლანდია – ბრაზილია (მაიამი)