მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ბოლივია და იამაიკა საკონტინენტთაშორისო პლეიოფის ფინალში ითამაშებენ #1TVSPORT
მექსიკაში 2026 წლის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის საკონტინენტთაშორისო პლეიოფის მატჩები დაიწყო. ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს ბოლივიისა და იამაიკის ნაკრებებმა.
ნახევარფინალში სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელმა, ბოლივიამ ჩრდილოეთ ამერიკის ზონის წარმომადგენელი სურინამი დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. სურინამელები 48-ე წუთზე ვან გელდერენის გოლით დაწინაურდნენ. ანგარიში 72-ე წუთზე პანიაგუამ გაათანაბრა, ხოლო ფინალის საგზური ბოლივიას 79-ე წუთზე მიგელიტომ მოუტანა.
მუნდიალზე გასასვლელად ბოლივია აფრიკის წარმომადგენელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეხვდება.
იამაიკის ნაკრებმა ოკეანეთის კონფედერაციის წევრი ახალი კალედონია 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე კადამარტერიმ გაიტანა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იამაიკის მეტოქე ერაყი იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატის საკონტინენტთაშორისო პლეიოფი:
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – იამაიკა | პირველი აპრილი
ერაყი – ბოლივია | პირველი აპრილი