მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ბელგიამ აშშ დაამარცხა და მეოთხედფინალში ესპანეთს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

07:20, 07.07.2026

ბელგიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მასპინძელი აშშ 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველი ტაიმი ევროპელებმა შარლე დე კეტელარეს დუბლით მოიგეს, მას ერთადერთი გოლით მალიკ ტილმანმა უპასუხა – 2:1. მეორე ნახევარში კი აშშ-ის კარში გოლები ვანეკენმა და ლუკაკუმ გაიტანეს.

შედეგად, ბელგიის ეროვნული გუნდი მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც პორტუგალიას მოუგო. თანაც ესპანელებს მიმდინარე მუნდიალზე გოლი ჯერ არ გაუშვიათ.

ცნობილია მეოთხედფინალში გასული ექვსი გუნდი: მაროკო, საფრანგეთი, ინგლისი, ნორვეგია, ესპანეთი და ბელგია.

7 ივლისს ბოლო ორი მერვედფინალური მატჩი შედგება:

20:00 | არგენტინა – ეგვიპტე
23:59 | შვეიცარია – კოლუმბია

მსგავსი