მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | B ჯგუფი შვეიცარიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT

01:14, 25.06.2026

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტური დაიწყო. B ჯგუფში მასპინძელი კანადა შვეიცარიასთან 1:2 დამარცხდა, ხოლო ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებმა კატარს 3:1 სძლია.

შვეიცარიისა და კანადის შეხვედრაში ანგარიში 46-ე წუთზე ვარგასმა გახსნა, მან მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, მანზამბის გადაცემა გამოიყენა. 57-ე წუთზე მან თავადაც გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში კანადელმა ემანუელ პრომისმა 76-ე წუთზე დააფიქსირა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში კატარის წინააღმდეგ ბოსნია და ჰერცეგოვინა ალაბეგოვიჩმა დააწინაურა. პირველ ტაიმში აბუნადამ ავტოგოლი ჩაიწერა, ალ ჰაიდოსმა სხვაობა შეამცირა, ხოლო საბოლოო ანგარიში მაჰმიჩმა მე-80 წუთზე დააფიქსირა.

შედეგად, ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი შვეიცარიამ დაიკავა და პლეიოფში გავიდა, მეორეზეა კანადის ნაკრები 4 ქულით, ასევე 4 ქულა აქვს და მესამეზე გავიდა ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხოლო ქულით კატარი ბოლოა. დიდი ალბათობით, ბოსნია და ჰერცეგოვინა რვა საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვდება და პლეიოფში ბალკანელებიც გააგრძელებენ ასპარეზობას.

ბოსნია და ჰერცეგოვინა – კატარი 3:1

1:029′ალაიბეგოვიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
2:034′აბუნადა (ავტოგოლი)
2:142′ალ ჰაიდოსი (კატარი)
3:180′მაჰმიჩი (ბოსნია და გერცეგოვინა)

შვეიცარია – კანადა 2:1

1:046′ვარგასი (შვეიცარია)
2:057′მანზამბი (შვეიცარია)
2:176′დავიდი (კანადა)
A ჯგუფი
ბშ
  • 1
    შვეიცარია შვეიცარია
    3
    2
    1
    0
    4
    7
  • 2
    კანადა კანადა
    3
    1
    1
    1
    5
    4
  • 3
    ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინა
    3
    1
    1
    1
    -1
    4
  • 4
    კატარი კატარი
    3
    0
    1
    2
    -8
    1

მსგავსი