მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ავსტრიის ნაკრებმა დებიუტანტი იორდანია დაამარცხა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ავსტრიის ნაკრებმა დებიუტანტი იორდანია დაამარცხა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე სათამაშო დღე J ჯგუფის მატჩით დასრულდა, რომელშიც ავსტრიის ნაკრებმა ტურნირის დებიუტანტი იორდანია 3:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში რომანო შმიდმა პირველ ტიამში, 21-ე წუთზე გახსნა და ავსტრია დააწინაურა. წონასწორობა აზიის კონფედერაციის წარმომადგენლებმა მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე აღადგინეს, მათთვის მუნდიალების ისტორიაში პირველი გოლი ოლვანმა გაიტანა.

ამის შემდეგ ავსტრია უფრო გააქტიურდა, 67-ე წუთზე გაიტანა, თუმცა არნაუტოვიჩის გოლი ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ გაუქმდა. 76-ე წუთზე ევროპელები წინ კიდევ ერთხელ ალ არაბის ავტოგოლით გავიდნენ, ხოლო საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე მარკო არნაუტოვიჩმა პენალტის ნიშნულიდან დააფიქსირა – ეს მისთვის ეროვნული გუნდის რიგებში 48-ე გოლი იყო, ის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

J ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე არგენტინაა 3 ქულით, მეორე ადგილს ასევე 3 ქულით ავსტრია იკავებს, იორდანიას და ალჟირს ქულა არ აქვთ.

მსოფლიო ჩემპიონატი 2026, J ჯგუფი | მეორე ტურის განრიგი:

22 ივნისი, 21:00 საათი | არგენტინა – ავსტრია (არლინგტონი)

23 ივნისი, 07:00 საათი | იორდანია – ალჟირი (სანტა კლარა)