მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | აშშ-ის ნაკრებმა ავსტრალია დაამარცხა და პლეიოფში თამაში გაინაღდა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე ტურში ერთმანეთს D ჯგუფის ლიდერები, აშშ-ისა და ავსტრალიის ნაკრებები შეხვდნენ – მატჩი ამერიკელებმა 2:0 მოიგეს.
შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მე-11 წუთზე კემერონ ბარჯესის მიერ გატანილი ავტოგოლით დაწინაურდნენ. გოლის შემდეგ თამაში კვლავ ამერიკელების უპირტასობით გაგრძელდა და ფრიმენმა პირველი ტაიმის ბოლოს სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე მახევარში ავსტრალიის ნაკრები ვითარების გამოსწორებას შეეცადა და დიდი ძალებით შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ამერიკის ნაკრებმა მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება და მექსიკის შემდეგ მეორე ნაკრები გახდა, რომელმაც პლეიოფში თამაში გაინაღდა.
D ჯგუფი – მესამე ტურის მატჩები:
26 ივნისი, 06:00 | თურქეთი – აშშ
26 ივნისი, 06:00 | პარაგვაი – ავსტრალია