მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | არგენტინამ კაბო ვერდე დამატებით დროში დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

05:24, 04.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, არგენტინის ნაკრებმა კაბო ვერდე 3:2 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

არგენტინა ამ მატჩის უპირობო ფავორიტად იყო მიჩნეული, მაგრამ კაბო ვერდეს ფეხბურთელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოამაჟღავნეს და მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს. ანგარიში პირველ ტაიმში ლიონელ მესიმ გახსნა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, 30-ე თამაშში მე-20 გოლი გაიტანა. კაბო ვერდემ მეორე ტაიმში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

მსოფლიო ჩემპიონები დამატებით დროში კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, მაგრამ 103-ე წუთზე ლოპეს კაბრალმა შესანიშნავი გოლით კაბო ვერდე თამაშში დატოვა – 2:2.

გადამწყვეტი გოლი 111-ე წუთზე ლიონელ მესის მიერ ჩაწიდებულ კუთხურს მოჰყვა – რომეროს თავურის შემდეგ, ბურთი დინეი ბორჟესს მოხვდა და ვოზინიას კარში აღმოჩნდა.

არგენტინის ნაკრები ტიტულის დასაცავად ბრძოლას განაგრძობს – მერვედფინალში მათი მეტოქე ეგვიპტის ნაკრები იქნება – მატჩი 7 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი