მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი „ბაიერნის“ ფეხბურთელებმა გაიტანეს - „რეკორდმაისტერმა“ „რეალს“ გაუსწრო #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელები პირველ ადგილზე გადავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობით. ამ მომენტისთვის, გერმანული კლუბის ფეხბურთელებს ჩემპიონატების ისტორიაში 83 გოლი დაუგროვდათ, – იტყობინება სტატისტიკური პორტალი Stats Foot.
მადრიდის „რეალი“ 82 გოლით მეორე ადგილზე დაქვეითდა. მესამეზეა „ბარსელონა“ – 76 გოლი. პირველ ხუთეულში ასევე შედიან – „ინტერი“ (72) და „იუვენტუსი“ (59).
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პირველ ტურში სხვადასხვა ნაკრების რიგებში „ბაიერნის“ ოთხმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი: ჰარი კეინმა (ინგლისი), ჯამალ მუსიალამ (გერმანია) და ლუის დიასმა (კოლუმბია).