მშვილდოსნობა | სანდრო მაჭავარიანი ევროპის ახალგაზრდული თასის ბრინჯაოს პრიზიორია #1TVSPORT
მშვილდოსნობაში ევროპის ახალგაზრდულ თასზე ორი ეტაპის ჯამში სანდრო მაჭავარიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბულგარეთში გამართულ ტურნირზე მაჭავარიანმა 644 ქულა დააგროვა, ხოლო სლოვენიის ქალაქ ჩატეჟში – 662 ქულა, რითიც 60 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა.
ამავე ასაკობრივ კატეგორიაში გვანცა არჩვაძემაც წარმატებით იასპარეზა – 55 მონაწილეს შორის 616 ქულით მე-13 ადგილზე გავიდა. მაჭავარიანმა და არჩვაძემ თავი შერეულ წყვილთა შეჯიბრებაშიც სცადეს და 24 წყვილს შორის მეხუთე ადგილი დაიკავეს.
18-წლამდელთა კატეგორიაში დავით ბასილაძემ 660 ქულით მერვე შედეგი აჩვენა და საქართველოს ჭაბუკთა პირველობის რეკორდი გაიმეორა. თემურ დავითაძემ 614 ქულით მე-14 საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ხოლო ანა ბოლოკაძემ და ელენე ეფრემიძემ 628-628 ქულით, შესაბამისად, 21-ე და 23-ე პოზიციები დაიკავეს.
სლოვენიაში გამართული ეს პრესტიჟული ტურნირი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო, რომელიც სექტემბერში კანადაში ჩატარდება.