მშვილდოსნობა | პირველად ისტორიაში, საქართველო ევროპის გრან პრის ეტაპის გამარჯვებულია #1TVSPORT
მშვილდოსნობა | პირველად ისტორიაში, საქართველო ევროპის გრან პრის ეტაპის გამარჯვებულია #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ევროპის გრან პრის პირველი ეტაპის გათამაშებაში შერეულ წყვილთა შორის ალექსანდრე მაჭავარიანი და მედეა გვინჩიძე გამარჯვებულები გახდნენ. ფინალში ქართველმა სპორტსმენებმა მასპინძელი თურქეთის ძლიერი ნაკრები დაამარცხეს.

მანამდე მაჭავარიანისა და გვინჩიძის წყვილმა თანმიმდევრობით სძლია უკრაინის, შვეიცარიისა და უზბეკეთის გუნდებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელები ლაშა ფხაკაძე, მალხაზ მახარაშვილი, გია მაკიევი და თამაზ ფუტკარაძე არიან.