მშვილდოსნობა | ახალგაზრდებს შორის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა #1TVSPORT
თბილისის მშვილდოსნობის სასროლეთზე დასრულდა საქართველოს თასის პირველი ეტაპი ახალგაზრდებს შორის (U15, U18, U21). ტურნირი საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
შეჯიბრებაში 60-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა (U21 – 12 მონაწილე, U18 – 24 მონაწილე, U15 – 20 მონაწილე).
საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
15-წლამდე გოგონები:
1. ელენე ლეკიაშვილი (მწვრთნელი: ბექა გუგეშაშვილი);
2. ნუცა ბერიძე (მწვრთნელი: ნინო დევაძე);
3. მართა ავსაჯანიშვილი (მწვრთნელი: მანანა ცხვარიაშვილი);
ვაჟები:
1. მიხეილ ყულოშვილი (მწვრთნელი: ეკა აბაიშვილი);
2. ზახარ ზაგორუდკო (მწვრთნელი: თამაზ ფუტკარაძე);
3. ალექსანდრე მელიქოვი (მწვრთნელი: ეკა აბაიშვილი);
18-წლამდე გოგონები:
1. ელენიკა ეფრემიძე (მწვრთნელი: ეკა აბაიშვილი);
2. ანასტასია ბოსტოღანაშვილი (მწვრთნელი: ალექსანდრე მეჟევიძე);
3. ანა ბოლოკაძე (მწვრთნელი: ეკა აბაიშვილი);
ვაჟები:
1. დავით ბასილაძე (მწვრთნელი: გურამ ბასილაძე);
2. თემურ დავითაძე (მწვრთნელი: თამაზ ბასილაძე);
3. ლაშა-გიორგი ფირცხალაშვილი (მწვრთნელი: მანანა ცხვარიაშვილი);
21-წლამდე გოგონები:
1. ნინო ტეტუნაშვილი (მწვრთნელი: ლაშა ფხაკაძე);
2. ნია ხაფავა (მწვრთნელი: გიორგი მაკიევი);
3. მილანა მარუტიანი (მწვრთნელი: ბექა გუგეშაშვილი);
ვაჟები:
1. ალექსანდრე მაჭავარიანი (მწვრთნელი: ლაშა ფხაკაძე)
2. ნიკოლოზ კოკაია (მწვრთნელი: მანანა ცხვარიაშვილი)
3. ვაკო შაქარაშვილი (მწვრთნელი: გიორგი მაკიევი)
ტურნირს დაესწრნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სიმონ ნოზაძემ, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ხათუნა ნარიმანიძემ, საშეჯიბრო-ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ ფუტკარაძემ და დამსახურებულმა მწვრთნელმა, ეკა აბაიშვილმა.