მშვიდობით, კომანდანტე! - ბარსელონაში მესის ახალი გრაფიტი გაჩნდა
მშვიდობით, კომანდანტე! - ბარსელონაში მესის ახალი გრაფიტი გაჩნდა

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი კატალონიის დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩე გევარას როლში გამოსახეს.

სურათზე არგენტინელს ბერეტი ახურავს, რომელიც გულის ფონზეა გამოსახული. გრაფიტიზე წარწერაცაა – „მშვიდობით, კომანტანდე!“

საინტერესოა, რომ მესის ტანსაცმელზე, ზურგჩანთასა და ჩემოდანზე ჩანს დიდი ბრატანეთის, საფრანგეთისა და იტალიის დროშები. ამით გრაფიტის ავტორი მიანიშნებს ფეხბურთელის კარიერის გაგრძელების ვარიანტებს. შეგახსენებთ, რომ მესიზე მთავარ პრეტენდენტებად ასახელებენ „მანჩესტერ სიტის”, „პარი სენ-ჟერმენს“, „ინტერსა“ და „იუვენტუსს“.

კვირას, მესი არ გამოცხადდა სამედიცინო შემოწმებაზე. რადიოსადგური RAC1-ის მონაცემებით, ლეო არ აპირებს კლუბის ვარჯიშებზე დასწრებას. მას მიაჩნია, რომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ავტომატურად გაუქმდა, როცა კლუბმა მისგან ფაქსი მიიღო.