მსაჯების შეფასებები ფიური-უაილდერის ბრძოლაში
მსაჯების შეფასებები ფიური-უაილდერის ბრძოლაში

სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ორთაბრძოლა ამერიკელ დეონტეი უაილდერსა და ბრიტანელ ტაისონ ფიურის შორის პრეტენდენტის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – ფიურიმ მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

ბრძოლის შეწყვეტის მომენტშიც მსაჯები უპირატესობას ბრიტანელ მოკრივეს აძლევდნენ. სამი მსაჯიდან მხოლოდ ერთმა მისცა მოგება უაილდერს მეორე რაუნდში.

აღვნიშნავთ, რომ უაილდერი ნოკდაუნში მოხვდა მესამე და მეხუთე რაუნდებში, რომელშიც ფიურის ერთი ქულა ჩამოაკლეს.