მოზამბიკში, სტიქიის ზონაში რამდენიმე ადამიანი ქოლერით დაინფიცირდა
მოზამბიკში, სტიქიის ზონაში რამდენიმე ადამიანი ქოლერით დაინფიცირდა

მოზამბიკში, სტიქიის ზონაში ქოლერის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „როიტერი“ ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. მწვავე ინფექციური დაავადებით ბეირაში რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა. ეს საპორტო ქალაქი პირველი იყო, რომელსაც ციკლონი იდაი მთელი სიმძლავრით დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად ქალაქი თითქმის ბოლომდე წყლის ქვეშ აღმოჩნდა.

ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის, მედიკამენტებისა და საკვების სერიოზულ დაფიციტს განიცდის. ამას ემატება მძიმე სანიტარიული პირობები, რის გამოც ქოლერას გავრცელების მაღალი რისკი არსებობს.

ქოლერასთან ერთად, ქალაქ ბეირაში მალარიით დაავადებულების მზარდი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ციკლონი იდაი, რომელიც აფრიკას რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს რეგიონისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. სტიქიამ უკვე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიწირა.

დატოვე კომენტარი