მოურნიომ შესაძლოა სელტიკი ჩაიბაროს
მოურნიომ შესაძლოა სელტიკი ჩაიბაროს

ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო შესაძლოა, შოტლანდიური სელტიკის მთავარი მწვრთნელი გახდეს, – წერს სკაი სპორტს იტალია (Sky Sport Italia).

წყაროს ცნობით, შოტლანდიური კლუბის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია 56 წლის მწვრთნელის დანიშვნით. აღნიშნავენ, რომ თავის მხრივ, მოურინიო მზად არის, სელტიკის წინადადების განსახილველად.

„თუ თომას ტუხელი დარჩება პარი სენ-ჟერმენში, მოურინიო, შესაძლოა, დათანხმდეს სელტიკის ვარიანტს“, – აღნიშნა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა, რომელიც მიურინიოს ინტერესებს წარმოადგენს.

მოურინიოს ბოლო სამუშაო ადგილი იყო მანჩესტერ იუნაიტედი, რომელიც პორტუგალიელმა 2018 წლის დეკემბერში დატოვა.