მოურინიოს რეკორდის დასამყარებლად „არსენალის“ გაწვრთნა სურს
მოურინიოს რეკორდის დასამყარებლად „არსენალის“ გაწვრთნა სურს

ბრიტანული გაზეთის „სანის“ ინფორმაციით, 56 წლის ჟოზე მოურინიო მზად არის სათავეში ჩაუდგეს ლონდონის „არსენალს“, რათა ინგლისის რეკორდი დაამყაროს – მოიგოს სამ ინგლისურ კლუბთან ერთად ტიტული.

მანამდე მან ინგლისის ჩემპიონატი მოაგებინა „ჩელსის”, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი ევროპის ლიგის თასამდე მიიყვანა.

პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 2018 წლის დეკემბერში დაითხოვეს და მას შემდეგ, სამწვრთნელო სამუშაოს გარეშეა დარჩენილი.

ინგლისური კლუბების გარდა, მოურინიო „ბენფიკას“, „ლეირიას“, „პორტუს“, „ინტერსა“ და “რეალს“ ავარჯიშებდა.

დატოვე კომენტარი