მოურინიოს „ბენფიკაში“ ქარიმ ბენზემა ხილვა სურს #1TVSPORT
მოურინიოს „ბენფიკაში“ ქარიმ ბენზემა ხილვა სურს #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადის“ ფორვარდმა, ქარიმ ბენზემამ, შესაძლოა, კარიერა „ბენფიკაში“ გააგრძელოს, – დაწერა ჟურნალისტმა ექრემ ქონურმა, რომელსაც X-ში 239 ათასი გამომწერი ჰყავს.

37 წლის ბენზემას მიწვევით პირადად არის დაინტერესებული ლისაბონური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო. პორტუგალიელი სპეციალისტი ფრანგ ფორვარდთან მადრიდის „რეალში“ თანამშრომლობდა. „ალ-იტიჰადი“ მზად არის, ზამთარში გაუშვას ბენზემა 5-7 მილიონ ევროდ.

ახალ სეზონში ქარიმ ბენზემამ საუდის არაბეთის ჩემპიონატის ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა.