მოურინიომ ზიდანი შეაქო
მოურინიომ ზიდანი შეაქო

ჟოზე მოურინიო ზინედინ ზიდანის მადრიდის რეალში დაბრუნებას გამოეხმაურა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, სამეფო კლუბმა სწორი არჩევანი გააკეთა და უკმაყოფილო არაა, რომ მადრიდში მას არ უხმეს.

„ზიდანმა გასულ სეზონებში ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწია. პრაქტიკულად იდეალური მწვრთნელია რეალისთვის. კარგი შანსი აქვს თავისი სიძლიერე დაამტკიცოს ახალ პროექტთან ერთად. იმედია ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რეალში ჟოზე მოურინიოს შესაძლო დაბრუნებაზე ბოლო პერიოდში ინტენსიურად იწერებოდა, თუმცა ესპანურ გრანდში საბოლოოდ არა პორტუგალიელი, არამედ ზიდანი დაბრუნდა.