მოურინიომ წარსულზე და მომავალზე ისაუბრა
მოურინიომ წარსულზე და მომავალზე ისაუბრა

ჟოზე მოურინიოს განცხადებით, მას მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობის პერიოდში, განსხვავებით პეპ გვარდიოლასა და იურგენ კლოპისგან, საკმარისი დრო და საშუალება არ მიეცა თავისი ხედვის განსახორციელებლად.

პორტუგალიელმა ოლდ ტრაფორდზე ორწელიწადნახევარი გაატარა. ლივერპულთან 3:1 ანგარიშით დამარცხების შემდეგ კი კლუბმა გაათავისუფლა.

მსურს წავიდე კლუბში, სადაც შემიქმნიან ისეთ პირობებს, როგორიც პეპს და იურგენს ჰქონდათ. თუ შეხედავთ ლივერპულის პირველ გუნდს, ნახავთ, რომ კლოპის მოსვლის დროს ამ ბიჭებიდან მხოლოდ რამდენიმე იყო ძირითადში. რაც შეეხება პეპს, მას მცველები არ მოსწონდა და იმ ზაფხულშივე ოთხი მცველი შეიძინეს.
როცა მათ შეიძინეს კლაუდიო ბრავო და მისით პეპი კმაყოფილი არ იყო, შემდეგ ზაფხულში კიდევ ახალი მეკარე შეიძინეს და ეტიჰადზე ედერსონი გადაბარგდა.

იურგენმა ენფილდზე უკვე სამწელიწადნახევარი გაატარა. მას ჯერ აბსოლუტურად არაფერი მოუგია და მაინც ენდობიან, კლოპს კი აქვს პირობები, რომელიც მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

როცა ახალ კლუბს ჩავიბარებ, პირველი, რასაც კონტრაქტზე მოლაპარაკებისას გავარკვევ, იქნება ის, რომ კლუბმა შესაბამისი დრო და პირობები მომცეს ჩემი გეგმების განსახორციელებლად, – განუცხადა მოურინიომ სკაი სპორტს.