პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ ერთ კვირიანი ვადა მისცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური პრესა, კერძოდ კი „mirror football“ ავრცელებს. მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პრემიერ ლიგაში შვიდი ტურის შემდეგ მე-10 ადგილზე იმყოფება, რაც კლუბის ისტორიაში სეზონის ყველაზე ცუდი სტარტია.
შაბათს „იუნაიტედი“ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ ითამაშებს და დიდი ალბათობით, დამარცხების შემთხვევაში, პორტუგალიელი სპეციალისტი პოსტს დატოვებს. მის ყველაზე რეალურ შემცვლელად ზინედინ ზიდანი სახელდება.