მოურინიომ საყვარელი კლუბი დაასახელა
მოურინიომ საყვარელი კლუბი დაასახელა

ცნობილმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მეტად კომფორტული იყო მადრიდის „რეალში“ მუშაობა. სპეციალისტის სიტყვები მოჰყავს გაზეთ „მარკას“ (Marca).

„მადრიდულ კლუბში მუშაობა საუკეთესო გამოცდილებაა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. იქ გავიგე ბევრი რამ და ვისწავლე ამ სიახლეების სხვა გუნდებში დანერგვა. ხშირად ვიხსენებ ჩემი ცხოვრების იმ პერიოდს და ხშირად ვამბობ, რომ მენატრება ესპანეთი. მახსოვს ის ცნობილი დაპირისპირება „ბარსელონასთან“. მე მქონდა დავალება, გამეტეხა ეს გუნდი, რადგან ის ყოველთვის ამარცხებდა „რეალს“. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი „რეალში“? ესპანეთის თასის სწორედ ის ფინალი „მესტალიაზე“. ყველაზე წარუმატებელი მატჩი? ასეთი სამი იყო. ჩემპიონთა ლიგის ყველა ნახევარფინალი, რომელთა მოგებაც ვერ შევძელი“, – თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის ბოლო კლუბი იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“, საიდანაც ის 2019 წლის ზამთარში გაუშვეს.