მოურინიომ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტები დაასახელა
მოურინიომ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტები დაასახელა

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ დაასახელა ფავორიტები „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში.

„ოქროს ბურთის პრეტენდენტები? მე გამოვყოფდი ვირჯილ ვან დეიკს, მოჰამედ სალაჰს, სადიო მანეს, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის. მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. წინ გველოდება ერთა ლიგა, აფრიკის ერთა თასი და კოპა ამერიკა. ასე რომ, ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება”, – მოჰყავს მოურინიოს სიტყვები RT-ს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს „ოქროს ბურთი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მიიღო.