მოურინიომ ირონიულად ახსნა, რატომ არ მოიხსენია ის ვენგერმა თავის ავტობიოგრაფიაში
მოურინიომ ირონიულად ახსნა, რატომ არ მოიხსენია ის ვენგერმა თავის ავტობიოგრაფიაში

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ წარმოადგინა თავისი ვერსია იმასთან დაკავშირებით, რატომ არ მოიხსენია ის თავის წიგნში „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.

70 წლის ვენგერმა რამდენიმე დღის წინ გამოუშვა თავისი ახალი ავტობიოგრაფია სახელწოდებით – „ჩემი ცხოვრება წითელსა და თეთრში“.

„იმიტომ , რომ მას ჩემთვის არასოდეს მოუგია, – უპასუხა მოურინიომ კითხვას იმის შესახებ, რატომ არ მოიხსენია ფრანგმა პორტუგალიელი თავის წიგნში. – თქვენ არ მიუძღვნით წიგნში ერთ თავს 12 ან 14 მატჩს, რომელიც ვერ მოიგეთ. ამიტომაც არ ლაპარაკობს ის ჩემზე თავის ავტობიოგრაფიაში. წიგნი ის ნივთია, რომელიც ბედნიერებას განიჭებს და რომლითაც ამაყობ. ასე რომ, მე შესანიშნავად მესმის სიტუაცია“.

ვენგერი „არსენალს“ 1996-2018 წლებში ავარჯიშებდა. მოურინიო მასთან გადაიკვეთა მაშინ, როცა „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობდა.