მოურინიომ „გუანგჯოუს“ 100 მილიონზე უარი განაცხადა
მოურინიომ „გუანგჯოუს“ 100 მილიონზე უარი განაცხადა

პორტუგალიელ სპეციალისტ ჟოზე მოურინიოს სოლიდური შეთავაზება ჰქონდა ჩინეთიდან, მაგრამ უარი განაცხადა. გაირკვა, რომ მოურინიოს „გუანგჯოუ ევერგრანდი“ ეპატიჟებოდა და სამწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ, დაახლოებით 100 მილიონ ევროს სთავაზობდა.

როგორც „სქაი სპორტსი“ (Sky Sports) წერს, 56 წლის მოურინიომ უარი თქვა ამ შეთავაზებაზე და ეს იმით ახსნა, რომ მისი ოჯახი მზად არ არის ჩინეთში გადავიდეს საცხოვრებლად.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, უმუშევარია. მისი ბოლო კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო.