მოურინიომ გერმანული ენის შესწავლა დაიწყო და „ბაიერნის“ გაწვრთნისთვის ემზადება #1TVSPORT

12:32, 12.02.2024
ROME, ITALY - DECEMBER 02: AS Roma coach Josè Mourinho during press conference at Centro Sportivo Fulvio Bernardini on December 02, 2023 in Rome, Italy. (Photo by Luciano Rossi/AS Roma via Getty Images)

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ გერმანული ენის შესწავლა დაიწყო, რათა სათავეში ჩაუდგეს მიუნხენის „ბაიერნს“. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Bild-ი წერს.

როგორც ცნობილი გახდა, გერმანიის ჩემპიონის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელით, თომას ტუხელით. კლუბში მზად არიან, რომ ზაფხულში გადახედონ გერმანელი სპეციალისტის მომავალს.

მოურინიოს ბოლო სამუშაო ადგილი „რომა“ იყო, საიდანაც ამა წლის 16 იანვარს დაითხოვეს.

ამ მომენტისთვის „ბაიერნი“ მეორე ადგილზეა ბუნდესლიგაში და ლიდერ „ლევერკუზენს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი