მოურინიომ გამოუშვა ღვინო The Special One - ერთი ბოთლი 120 ევრო ღირს #1TVSPORT
„ფენერბახჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ახალი ბიზნესი წამოიწყო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გამოაცხადა ღვინის საკუთარი მარკის გამოშვების შესახებ, რომელსაც The Special One (განსაკუთრებული) ჰქვია. ამ მარკის წითელი ღვინის ერთი ბოთლის ღირებულება 120 ევროა.
„როგორც ადამიანი, რომელიც აფასებს სიზუსტეს, ხარისხსა და სრულყოფილებას ყველა წამოწყებაში, სიამაყით წარმოგიდგენთ საკუთარ ღვინოს The Special One-ს.
ეს ღვინო, რომელიც პორტუგალიაში ჩემს ერთ-ერთ საყვარელ რეგიონში ხელით გადარჩეული ყურძნისგან არის შექმნილი, განასახიერებს ჩემი სამშობლოს სულს და ჩემს მუდმივ სურვილს – დავტკბე ცხოვრების ყოველი მომენტით.
სიყვარულით და მზრუნველობით შექმნილი, ეს ღვინო – ერთი ადამიანის საჩუქარია მეორესთვის. იმის მიუხედავად, ზეიმობ თუ არა მოგებას ან დროს ატარებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან, ეს ღვინო შექმნილია იმისთვის, რომ გაიზიარო ვიღაცასთან ერთად მართლაც განსაკუთრებული“, – დაწერა სოციალურ ქსელში 61 წლის მოურინიომ.