მოურინიომ დაადასტურა, რომ კეინის ტრავმა სერიოზულია
მოურინიომ დაადასტურა, რომ კეინის ტრავმა სერიოზულია

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ გუნდის კაპიტნის ჰარი კეინის ტრავმა, რომელიც მან პრემიერლიგის 21-ე ტურში „საუთჰემპტონთან” მატჩში მიიღო, სერიოზული აღმოჩნდა.

„ვფიქრობ, უკეთესია ამაზე სამედიცინო პერსონალს დაელაპარაკოთ ან დაელოდოთ კლუბის ოფიციალურ ინფორმაციას. შემიძლია, ერთი რამ ვთქვა: ჩემი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ კეინის ტრავმა არ იყო იოლი, დადასტურდა. ეს რთული დაზიანებაა, თუმცა აღდგენის ვადებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია”, – განაცხადა მოურინიომ Sky Sports-სთან კომენტარში.