მოურინიომ აღწერა, როგორი უნდა იყოს გუნდი, რომელსაც გაუძღვება
მოურინიომ აღწერა, როგორი უნდა იყოს გუნდი, რომელსაც გაუძღვება

ცნობილმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „ქოუჩ ვოისთან“ მიცემულ ინტერვიუში აღწერა გუნდი, რომელსაც სათავეში ჩაუდგებოდა.

„მე ყოველთვის მიტაცებდა გაურკვევლობის შეგრძნება. იმისთვის, რომ იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში გაიმარჯვო, მოქნილობაა საჭირო. უნდა წახვიდე საკუთარი იდეების წინააღმდეგ, რომ წარმატებისკენ სწორი გზა გაიკვალო. ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთი მოთხოვნაა, მე უნდა ვიშრომო, რომ გამარჯვებას მივაღწიო.

თუ შემომთავაზებენ ფანტასტიკურ კონტრაქტს და მოთხოვნა ექნებათ, რომ გუნდმა სტაბილურად შეინარჩუნოს საშუალო მაღალი პოზიციები, მაგალითად მერვე ან მეცხრე ადგილი, მე უარს ვიტყვი. მე მჭირდება პროექტი, სადაც მეცოდინება, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვი“ –  განაცხადა 56 წლის ლეგენდარულმა მწვრთნელმა.