მოურინიო - ყველამ ვიცით, რომ ფელაინი მარადონა არაა
მოურინიო - ყველამ ვიცით, რომ ფელაინი მარადონა არაა

მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ,  წითლების ნახევარმცველ მარუან ფელაინის თამაშის თაობაზე, თავისი აზრი გამოთქვა. 55წლის სპეციალისტი გამოტყდა, რომ გადამწყვეტ თამაშებში ბელგიელს გოლები ხშირად გააქვს.

ფელაინი იღებს იმდენ სათამაშო დროს, რამდენსაც იმსახურებს“, -ციტირებს მაურინიოს BBC Sport. „- ყველამ იცის, რომ ფელაინი მარადონა არაა, მაგრამ ისიც იციან, თუ როგორი მოთამაშეა ბელგიელი. მას მნიშვნელოვან თამაშებში გააქვს გოლები, რასაც ჩვენი სხვა თავდამსხმელები ვერ აკეთებენ. მე მარუანს სხვადასხვა პოზიციებზე ვიყენებ. მაგალითად, პრემიერლიგის მეოთხე ტურში „ბარნლისთან“ მე მესამე ცენტრალურ მცველად დავაყენე, უმეტესად ბელგიელს თავდასხმაში ვაყენებ“.

მიმდინარე სეზონში ფელაინიმ ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, სადაც ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.