მოურინიო ვილიანის „ტოტენჰემში“ გადმოყვანას შეეცდება
მოურინიო ვილიანის „ტოტენჰემში“ გადმოყვანას შეეცდება

„ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს სურს, რომ „ჩელსის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი საკუთარ გუნდში გადმოიყვანოს, – იუწყება Goal.com.

წყაროს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჟოზე მოურინიოს მთავარი სამიზნე  ვილიანი იქნება.

31 წლის ბრაზილიელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2020 წლის ივნისში იწურება.

მიმდინარე სეზონში ვილიანმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ხუთიც შედეგიანი გადაცემა შეასრულა.