მოურინიო - უკვე სამ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი
მოურინიო - უკვე სამ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი

ჟოზე მოურინიო, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დეკემბრის დასაწყისში იქნა დათხოვილი, აცხადებს, რომ მას შემდეგ უკვე სამი კლუბი დაუკავშირდა, თუმცა სამივე უარით გაისტუმრა.

რამდენიმე დღის წინ, „იუნაიტედის“ ყოფილმა მოთამაშე გერი ნევილმა განაცხადა, რომ კლუბს საკუთარი ფილოსოფია თავს არავინ უნდა მოახვიოს.

„გერი ნევილმა არ იცის ჩემი ფილოსოფია“, – უთხრა მოურინიომ „ბი-ინ სპორტს“ (beIN Sports), – „ჩემი ფილოსოფია დამოკიდებულია ვითარებაზე. ძალიან მინდა, მივიდე კლუბში და იგივე ვითარება მქონდეს, რაც იურგენ კლოპს აქვს „ლივერპულში“ ან გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში“. მე უკვე სამ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი, რადგან იქ ის ვითარება არ არის, რომელიც მე მჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერში მუშაობის პერიოდში (2016-2018) ჟოზე მოურინიომ გუნდს ერთხელ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ კი ევროპა ლიგა მოაგებინა.