მოურინიო - თუ თავს წნეხის ქვეშ გრძნობთ, შეგიძლიათ სახლში დარჩეთ
მოურინიო - თუ თავს წნეხის ქვეშ გრძნობთ, შეგიძლიათ სახლში დარჩეთ

ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ფეხბურთელებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ზედმეტი წნეხის ქვეშ უწევთ თამაში „ოლდ ტრაფორდზე“, შეუძლიათ სახლში დარჩნენ და მატჩებს იქიდან უყურონ.

„იუნაიტედმა“ ცხრიდან მხოლოდ სამი საშინაო მატჩი მოიგო. მიუხედავად სახლში ჩატარებული ცუდი თამაშებისა, „მანჩესტერი“ პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც „ჩემპიონთა ლიგაზე“ გასვლით თამაშში „იუვენტუსი“ დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს შეგირდებმა, ასევე სტუმრად, 3-0 დაამარცხეს შვეიცარიული „იანგ ბოიზი“.

„იანგ ბოიზთანაც“ სახლში თამაში მირჩევნია. ყოველთვის მირჩევნია სახლში თამაში. ერთს გეტყვით, თუ სახლში თამაშით თავს უფრო დიდი წნეხის ქვეშ გრძნობთ, მოდით სახლში დარჩით, ამ შემთხვევაში „ოლდ ტრაფორდს“ არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ, რომ თუ თქვენ იმ პირობებში თავს ცუდად გრძნობთ, როცა ამდენი ხალხი მოდის სტადიონზე და ასეთ გარემოს გიქმნით, სახლში მოკალათდით, ტელევიზორის წინ და იქიდან უყურეთ თამაშს“, – ციტირებს მოურინიოს „სქაი სპორტი“ (Sky Sport).