მოურინიო - სიამოვნებით მოვიგებდი ევროპის ლიგას მესამედ
მოურინიო - სიამოვნებით მოვიგებდი ევროპის ლიგას მესამედ

„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, „არსენალთან“ პრემიერლიგის 35-ე ტურში გამარჯვების შემდეგ (2-1), თავისი გუნდის გეგმებზე ისაუბრა.

„სიამოვნებით ვითამაშებდი ევროპა ლიგაზე. ეს არ არის ის ტურნირი, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელში მონაწილეობაზეც ვოცნებობ, მაგრამ როცა ჩემპიონთა ლიგაზე  ვერ გადიხარ, სხვა გამოსავალი არ გრჩება. კარიერაში მხოლოდ ორჯერ ვითამაშე ევროპა ლიგაზე და ორივეჯერ მოვიგე. მესამედ მოგება ცუდი არ იქნებოდა“, – მოჰყავს მოურინიოს სიტყვები „დეილი მეილს“.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ 52 ქულა აქვს და მერვე ადგილზე იმყოფება.