მოურინიო – საკუთარ თავს ნაკრებში უფრო ვხედავ, ვიდრე კლუბში

09:29, 19.06.2019

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ ნაკრების გაწვრთნის სურვილი აქვს. პორტუგალიელი სპეციალისტი დეკემბრიდან მოყოლებული უმუშევარია.

„ვფიქრობ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე“, – განაცხადა პორტუგალიურ პრესაში მოურინიომ, – „ბევრჯერ მქონია ამგვარი თავგადასავლის განცდის სურვილი. დღეისათვის ნაკრებში უფრო ვხედავ საკუთარ თავს, ვიდრე ახალ კლუბში. ეს უნდა იყოს მაინც და მაინც პორტუგალიის ნაკრები? არ არის აუცილებელი“.

მსგავსი