მოურინიო რუსეთის მოგებაზე: ეს არ არის ოპტიმიზმის საფუძველი
მოურინიო რუსეთის მოგებაზე: ეს არ არის ოპტიმიზმის საფუძველი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სატელევიზიო ექსპერტად მუშაობს, კომენტარი გაუკეთა რუსეთის ნაკრების დიდი ანგარიშით (5:0) მოგებას საუდის არაბეთის წინააღმდეგ. პორტუგალიელს მიაჩნია, რომ რუსები ამ მოგებამ ეიფორიაში არ უნდა ჩააგდოს.

„მატჩის წინ ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ რუსები პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი და ერთი მატჩის მოგების შემდეგ არ უნდა არსებობდეს ოპტიმიზმის საფუძველი. რა თქმა უნდა, კარგი მოგება და კარგი ანგარიში იყო. გოლების რაოდენობამ, შესაძლოა, მოგვიანებით გავლენა იქონიოს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საუდის არაბეთმა ყველას იმედი გაუცრუა. ეგვიპტის ნაკრები ჯობია არაბეთს, ხოლო ურუგვაი ეგვიპტელებზე ძლიერია“, – განაცხადა მოურინიომ „რაშა თუდეის“ (RT) ეთერში.