მოურინიო პორტუგალიურად საუბარს ერიდება (ვიდეო)

„ბოლოს, როდესაც პორტუგალიურად დავილაპარაკე, პრობლემები შემექმნა“, – ინგლისურად უპასუხა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტს, რომელმაც მის მშობლიურ ენაზე დაუსვა შეკითხვა.

ეს ხუმრობა გასულ კვირას მომხდარ ინციდენტთან არის დაკავშირებული, როდესაც, „ნიუკასლთან“ მოგების შემდეგ, ერთ-ერთმა ტელეკამერამ გასახდელისკენ მიმავალი პორტუგალიელი მწვრთნელი დააფიქსირა. მოურინიოს ტუჩების მოძრაობის მიხედვით, ბევრმა მაყურებელმა პორტუგალიურ ენაზე წარმოთქმული უცენზურო სიტყვა ამოიკითხა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კი ეს სერიოზულ დარღვევად ჩათვალა და პორტუგალიელს ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, მოურინიოს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპიძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.