მოურინიო პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ხდება – წინასწარი შეთანხმება მიღწეულია #1TVSPORT
თურქული „ფენერბახჩეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პორტუგალიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში. 62 წლის სპეციალისტმა შეთანხმებას მიაღწია პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან. ამის შესახებ დაწერა NTV Spor-მა.
მოურინიომ უკვე გააფორმა წინასწარი ხელშეკრულება და კარიერაში პირველად ჩაუდგება სათავეში ეროვნულ გუნდს. ელოდებიან, რომ კონტრაქტი ძალაში შევა ერთა ლიგის ფინალის შემდეგ, რომელიც 8 ივნისს გაიმართება. ამჟამად პორტუგალიის ნაკრებს რობერტო მარტინესი ავარჯიშებს.
თავდაპირველად პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია მოურინიოს მიწვევას 2026 წელს აპირებდა, როცა ამოიწურებოდა „ფენერბახჩესთან“ კონტრაქტი. მაგრამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია სიტუაციამ კრიშტიანო რონალდოსთან დაკავშირებით – ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ სწორედ მოურინიოს შეუძლია, ეფექტურად მართოს გარდამავალი ეტაპი ამ ნაკრებში.
ასე რომ, ახლა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს, მოურინიო ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად 2024-25 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დანიშნოს.