მოურინიო პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნას არ გამორიცხავს
მოურინიო პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნას არ გამორიცხავს

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ არ გამორიცხა, რომ ერთხელ შეიძლება პორტუგალიის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.

„მე პორტუგალია 2004 წელს დავტოვე და დღემდე იქ არ დავბრუნებულვარ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ელოდებიან, როდის დავბრუნდები, რათა ნაკრებს ჩავუდგე სათავეში. ახლა ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ ამას. 57 წლის ვარ, მწვრთნელისთვის ეს არ არის დიდი ასაკი. შესაძლოა, ხალხი ფიქრობს, რომ დავიღალე, რადგან მრავალი წელი ვიყავი მწვერვალზე, მაგრამ ასე არ არის. დავიღალე კორონავირუსის გამო შინ ყოფნით“, – მოჰყავს მოურინიოს სიტყვები „ფოქს სპორტს“.