მოურინიო პატრიკ კლუივერტის ვაჟით დაინტერესდა
მოურინიო პატრიკ კლუივერტის ვაჟით დაინტერესდა

ამსტერდამის “აიაქსის” ფორვარდი ჯასტინ კლუივერტი, შესაძლოა, იანვარში “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდეს სათამაშოდ. ეს ინფორმაცია Yahoo!Sport-მა გაავრცელა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “იუნაიტედის” დამრიგებელს ჟოზე მოურინიოს სურს შეტევის ფლანგების გაძლიერება. ამიტომაც, 18 წლის ჰოლანდიელის გარდა, “მანჩესტერის” პოტენციურ ახალწვეულთა სიაში ასევე შედის ტომა ლემარი “მონაკოდან”, მალკომი “ბორდოდან” და კრისტიან პულიშიჩიდორტმუნდიდან“.

ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელის პატრიკ კლუივერტის ვაჟმა – ჯასტინმა წელს “აიაქსის” რიგებში 19 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა.