მოურინიო „პარი სენ-ჟერმენთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

11:39, 09.05.2023
ROME, ITALY - MAY 06: Jose Mourinho Head Coach of AS Roma looks on prior to the Serie A match between AS Roma and FC Internazionale at Stadio Olimpico on May 6, 2023 in Rome, Italy. (Photo by Matteo Ciambelli/DeFodi Images via Getty Images)

ფრანგული გამოცემის, RMC Sport-ის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა აგენტ ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკებები გამართა, რომლის თემა იყო პარიზულ გუნდში მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს მიწვევა.

კამპუშს მიაჩნია, რომ მოურინიო შესანიშნავად მოერგება დედაქალაქური კლუბის მთავარი მწვრთნელის როლს, რომელსაც დღეს კრისტოფ გალტიე ასრულებს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ კამპუში ჯერ უშუალოდ არ დაკავშირებია მოურინიოს, მაგრამ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, რადგან თავად პორტუგალიელი სპეციალისტიც დაინტერესებულია იმით, რომ „რომა“ „პარი სენ-ჟერმენით“ შეცვალოს.

დღეისთვის „რომა“ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მეშვიდე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.

მსგავსი