მოურინიო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს #1TVSPORT
მოურინიო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს #1TVSPORT

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ სერია A-ში ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამგვარი სასჯელი „კრემონეზესთან“ მატჩის მსვლელობისას და თამაშის დასრულების შემდეგ თავისი საქციელისთვის მიიღო. რომაელთა მთავარი მწვრთნელი კონფლიქტში შევიდა ჯერ სარეზერვო არბიტრთან, მარკო სერასთან და შემდეგ მთავარ მსაჯთან, მარკო პიჩინინისთან. მოურინიო მეორე ტაიმის პირველ წუთზე გააძევეს.

სერია A-მ ახსნა მწვრთნელის დისკვალიფიკაცია.

„მოურინიო დისკვალიფიცირებულია იმის გამო, რომ პროვოკაციული მანერით გააპროტესტა მსაჯის გადაწყვეტილება. ასევე მოიქცა ის გაძევების შემდეგ.

გარდა ამისა, მატჩის შემდეგ ის შევიდა სამსაჯო ოთახში და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა მეოთხე არბიტრს“, – წერია ლიგის პრესრელიზში.

მოურინიო ვერ შეძლებს „რომას“ ხელმძღვანელობას „იუვენტუსთან“ და „სასუოლოსთან“ მატჩებში, რომლებიც, შესაბამისად, 5 და 12 მარტს გაიმართება.