მოურინიო ნაკრებებში მუშაობისთვის მზად არ არის
მოურინიო ნაკრებებში მუშაობისთვის მზად არ არის

ტიტულოვანმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ ნაკრებებთან მუშაობისთვის ჯერ მზად არ არის.

მიუხედავად ამისა, სამომავლოდ მის გეგმებში პორტუგალიის ნაკრებში მუშაობა მაინც შედის.

„ნაკრებში მუშაობა, ანუ თვეში ერთი მატჩი? ბევრი საოფისე მუშაობაა. ორი წელიწადი ევროპის ჩემპიონატის ლოდინი, შემდეგ კიდევ ორი წელი ელოდები მსოფლიო ჩემპიონატს – ეს არ არის ჩემთვის“, – ციტირებს „აირიშ თაიმსი“ (The Irish Times) მოურინიოს, – „ახლა არა, მაგრამ როდესმე შეიძლება, და თუ ეს იქნება პორტუგალიის ნაკრები, ძალიან საამაყო იქნება ჩემთვის“.