მოურინიო მზად არის „რეალი“ ჩაიბაროს და პერესის გადაწყვეტილებას ელოდება
მოურინიო მზად არის „რეალი“ ჩაიბაროს და პერესის გადაწყვეტილებას ელოდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ახლოს არის „რეალში“ დაბრუნებასთან. ამის შესახებ ესოანური გაზეთი „ასი“ (As) წერს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი მზადაა ხელმეორედ ჩაიბაროს მადრიდული კლუბი და უკვე განიხილა ეს პერსპექტივა თავის გარემოცვასთან. მოურინიოს ახლობლებს მიაჩნიათ, რომ მისი „რეალში“ მისვლა დროის საკითხია.

აღნიშნავენ, რომ მოურინიომ უკვე გამართა მოლაპარაკებები ჩაბი ალონსოსთან, რომელსაც „რეალში“ თავის ასისტენტად მოიაზრებს. ამ მომენტისთვის, ჟოზე ელოდება კლუბის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებას „რეალის“ ამჟამინდელი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის მომავალთან დაკავშირებით. ფრანგი სპეციალისტი გადაყენების პირას იმყოფება.