მოურინიო მოხუცებულებს ეხმარება
საქმე ისაა, რომ „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობს. პორტუგალიელი სპეციალისტი Age-ს (ასაკოვან ადამიანთა დასახმარებლად შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაციაა) ბრიტანული ოფისის მოხალისედ ჩაეწერა.
მოურინიომ პირველადი მოხმარების საგნები ლონდონის ერთ-ერთ უბანში ენფილდში (ლონდონის ადმინისტრაციული ერთეული) მაცხოვრებელ ასაკოვან ადამიანებთან მიიტანა.
დიდ ბრიტანეთში COVID-19 ინფექციის 5,741 შემთხვევა დაფიქსირდა და 282 ადამიანი გარდაიცვალა.
My place of birth, Enfield had an extra helper for @age_uk today. Delivering essential goods to the elderly. Nice one, Jose. #THFC pic.twitter.com/fYSxTIOOoK
— Michael Bridge (@MichaelBridge_) March 23, 2020